ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი კიევში ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 11:13 | 16.06.2022
ნანახია: 617

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

ამასთან, გამოცემა Rainews.it-ის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის მარდაჭერის დემონსტრირებაა.

ასევე ვიზიტის მიზანია - ევროპელმა ლიდერებმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ ევროკავშირის ერთიანობა ეჭვქვეშ არ დგას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე