ჩრდილოეთ კორეაში საგარეო საქმეთა მინისტრად, პირველად ქალი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 20:16 | 11.06.2022
ნანახია: 477

ჩრდილოეთ კორეაში საგარეო საქმეთა მინისტრად, პირველად ქალი დაინიშნა. საგარეო უწყებას ამიერიდან ჩჰვე სონ ჰე უხელმძღვანელებს. მანამდე ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ბირთვულ საკითხებზე ფხენიანის მთავარი მომლაპარაკებელი იყო. ამ პოსტზე მან არმიის ყოფილი ოფიცერი ლი სონ გვონი შეცვალა.

ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნის დროს 57 წლის ჩჰვე სონ ჰე ჩრდილოეთ კორეის მმართველ ელიტაში მცირერიცხოვან ქალთა შორის იყო. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2018 და 2019 წლებში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრების გამართვაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე