ბაიდენის ფრაზა "მოსმენა არ სურდათ", დაზუსტებას საჭიროებს - უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი

საქართველო, თბილისი - 18:05 | 11.06.2022
ნანახია: 409

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე პარტნიორებს სთხოვდა რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ, მაგრამ მათ კიევის მოსმენა არ სურდათ, – ამის შესახებ უკრაინის პრზეიდენტის პრეს სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა ჯო ბაიდენის განცხადების პაუად განაცხადა, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა.

„ამიტომ ფრაზა „არ სურდათ მოსმენა“ დაზუსტებას საჭიროებს. გარდა ამისა, თუ გახსოვთ, უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს პრევენციული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. აი, აქ კი უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენს პარტნიორებს მოსმენა არ სურდათ“, – განაცხადა სერგეი ნიკიფიროვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე