რუსეთის დუმა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას განიხილავს

საქართველო, თბილისი - 19:04 | 08.06.2022
ნანახია: 375

„ედინაია როსიას“ დეპუტატმა ევგენი ფედოროვმა სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭოს დადგენილების გაუქმების შესახებ „ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობასთან“ დაკავშირებით.  კანონპროექტში ნათქვამია, რომ დადგენილება უკანონოა.

პროექტის განმარტებით ჩანაწერში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭოს დადგენილება უკანონოა, ვინაიდან მიღებულია არაკონსტიტუციური ორგანოს მიერ საბჭოთა კავშირის კონსიტუციის რიგი მუხლების მოთხოვნების დარღვევებით.

დეპუტატის აზრით, დაირღვა სსრკ-ს კანონი „მოკავშირე რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის წესის შესახებ“, ვინაიდან, მისი თქმით, ლიეტუვის რესპუბლიკაში არ გამართულა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ და არ დაწესებულა გარდამავალი პერიოდი ყველა სადავო საკითხის განხილვისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე