მოსკოვში აშშ-ს საელჩოსთან მდებარე ტერიტორიას „დონეცკის სახალხო რეპუბლიკის“ სახელს დაარქმევენ

საქართველო, თბილისი - 13:43 | 08.06.2022
ნანახია: 467

მოსკოვის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პლატფორმაზე „აქტიური მოქალაქე“ დასრულდა კენჭისყრა აშშ-ის საელჩოსთან მდებარე მოედნისთვის სახელის მინიჭების შესახებ.

როგორც იუწყებიან,  ხმათა უმრავლესობა - 44,9% მოაგროვა ვერსიამ „დონეცკის სახალხო რეპუბლიკა“, მეორე ადგილი დაიკავა „დონბასის დამცველთა მოედანმა“ (31,54%). 8,33%-მა მხარი დაუჭირა „რუსეთის გმირის ვლადიმირ ჟოგის“ ვერსიას. კიდევ 15,44%-მა გადაწყვეტილების მიღება სპეციალისტებს მიანდო. ხმის მიცემაში 278 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ინიციატივა ეკუთვნის მოსკოვის დუმის დეპუტატებს. მათი წინადადება იყო აშშ-ის საელჩოსთან მდებარე ტერიტორიისთვის „დონბასის დამცველთა მოედანი“ ეწოდებინათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე