ირანში, სარკინიგზო კატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 08.06.2022
ნანახია: 382

წინასწარი ინფორმაციით, სულ 17 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ირანში, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტრაგედია ხორასანის პროვინციაში მოხდა.წინასწარი მონაცემებით, მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა.  

ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოების ცნობით, მატარებელში 430-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან მაშველებს სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებიათ.

 ფოტო: Associated Press




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე