ბანგლადეშში ხანძარსა და აფეთქებას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 05.06.2022
ნანახია: 375

ბანგლადეშში, საპორტო ქალაქ ჩიტაგონგთან საწყობში გაჩენილ ხანძარსა და აფეთქებას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა. ასობით დაშავებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საწყობში აფეთქდა რამდენიმე კონტეინერი. ზოგიერთ მათგანში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ქიმიური მასალების ზღვაში ჩაღვრის აღსაკვეთად მობილიზებულია არმია.

ადგილზე ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს.

მედიის ცნობით, საავადმყოფოები გადავსებულია და მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებენ.

დაშავებულების უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია, ბევრ მათგანს სხეულის 60-დან 90%-მდე დამწვრობა აქვს მიღებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე