დელავერის რეზიდენციიდან აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 05.06.2022
ნანახია: 529

დელავერის რეზიდენციიდან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას AP თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, ბაიდენები  დელავერის შტატში, დასახლება რეჰობოთ ბიჩში მდებარე სახლში ისვენებდნენ, როდესაც აკრძალულ საჰაერო სივრცეში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი შეამჩნიეს. ინციდენტის გამო, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ბაიდენსა და მის ოჯახს საფრთხე არ შექმნიათ და და სიტუაციის შეფასების შემდეგ პრეზიდენტი და პრველი ლედი  რეიდენციაში დაბრუნდნენ.

ამასთან, ოფიციალური პირის ინფორმაციით, აკრძალულ ზონაში თვითმფრინავი შეცდომით მოხვდა და პილოტთან კომუნიკაციის შემდეგ, ის აღნიშნული ზონიდან გაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე