დონეცკის ოლქში, დაბომბვის შედეგად სვიატიგორსკის ლავრას ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 16:38 | 04.06.2022
ნანახია: 490

დონეცკის ოლქში, დასახლება სვიატოგორსკში რუსეთის ძალების დაბომბვის შედეგად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სვიატოგორსკის ლავრის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა.  

გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიას თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა.

ეკლესია ხის ხუროთმოძღვრების ძეგლად არის მიჩნეული. ის აკურთხეს 1912 წელს.

ლავრა ადრეც დაბომბეს.  უკრაინული მედიის ცნობით, 1-ელ ივნისს დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ბერი და ერთი მონაზონი, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე