აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია პილოტი

საქართველო, თბილისი - 12:50 | 04.06.2022
ნანახია: 491

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გამანადგურებელი F/A-18E Super Hornet ჩამოვარდა კალიფორნიის შტატში, მოჰავეს უდაბნოში. იტყობინება ადგილობრივი მედია საზღვაო ძალებზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა გამანადურებლის პილოტი.

ავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

გამანადგურებლის მუდმივი განთავსების ადგილი ლემურის (Lemoore) საზღვაო-საჰაერო ბაზაზე იყო. ის კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოს ოლქში, ქალაქ ტრონასთან ჩამოვარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე