Newsweek: პუტინმა აპრილში სიმსივნის მკურნალობის კურსი გაიარა
საქართველო, თბილისი - 21:40 | 02.06.2022 ნანახია: 660
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აპრილში კიბოს პროგრესირებადი ფორმის მკურნალობის კურსი გაიარა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Newsweek ავრცელებს. გამოცემა ეყრდნობა ამერიკის დაზვერვის სამ წარმომადგენელს, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის მეოთხე გასაიდუმლოებულ ანგარიშს გაეცნენ.
გამოცემის მონაცემებით, ანგარიშიდან ირკვევა, რომ მარტში თავდასხმა მოხდა პუტინზე. „პუტინის ძალაუფლება ძლიერია, მაგრამ აღარ არის აბსოლუტური“, - ამბობს Newsweek-ის ერთ-ერთი წყარო. „მისი მმართველობის განმავლობაში კრემლში არასდროს ყოფილა ასეთი დაძაბული ბრძოლა, ყველა გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა“, - ამბობს წყარო.
ამავდროულად, სამივე წყარო - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატის (ODNI) წარმომადგენელი, სამხედრო-საჰაერო ძალების თადარიგის უფროსი ოფიცერი და პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) თანამშრომელი, ამბობს, რომ რუსეთის ლიდერის იზოლაცია ამერიკის სპეცსამსახურებს ურთულებს გააკეთოს ზუსტი შეფასება პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, პუტინს ბევრი შეხვედრა არ ჰქონია უცხოელ ლიდერებთან, რაც ინფორმაციებისადმი წვდომას აფერხებს, რომელთა მიღებაც ზოგჯერ შესაძლებელია პირადი შეხვედრებიდან. „ამგვარად, პუტინის იზოლაციამ სპეკულაციის დონე გაზარდა“, - განაცხადა წყარომ.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ რა გავლენა აქვს სწრაფვას - მივიღოთ სასურველი სინამდვილედ... ჩვენ ვისწავლეთ და შესაძლოა, არც ვისწავლეთ რთული გაკვეთილები ბინ ლადენთან და სადამ ჰუსეინთან დაკავშირებით“, - განაცხადა სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსმა ოფიცერმა.
ბოლო თვეების განმავლობაში მედიაში არაერთხელ გაჩნდა სპეკულაციები პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. კერძოდ, აპრილის დასაწყისში გამოცემა „პროექტი“ წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ხშირად ნახულობს ექიმი - ქირურგი ონკოლოგი. მისი ინფორმაციით, მხოლოდ სოჭში ექიმი პუტინთან 35-ჯერ ჩავიდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 29 მაისს ფრანგულ ტელეარხ TF1-თან უარყო ინფორმაცია პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ეს იყო მაღალი რანგის პოლიტიკოსის პირველი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების პასუხად.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















