შვედეთი უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებსა და ანტისატანკო იარაღს მიაწვდის

საქართველო, თბილისი - 20:29 | 02.06.2022
ნანახია: 403

შვედეთმა უკრაინისთვის დახმარებს მეოთხე პაკეტი დააანონსა, რომელიც ითვალისწინებს ირაღის გაგზავნას და ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინელი სამხედროების საჭიროებებისათვის.

ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ განაცხადა.

„შვედეთი უკრაინას გადასცემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, ანტისატანკო იარაღსა და 12,7 მმ-ის ცეცხლსასროლ იარაღს. დახმარების მეოთხე პაკეტი ასევე მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისათვის. პაკეტის საერთო ღირებულება 95 მლნ ევროზე მეტია. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა დამთავრდეს“, - წერს მინისტრი Twitter-ზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე