უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 23:30 | 01.06.2022
ნანახია: 554

ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა რუსი ოკუპანტებისგან 20-ზე მტი დასახლება გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი ლაგუტამ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„დნიპროპეტროვსკის ოლქის მხრიდან გათავისუფლებულია 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ოლქის ოკუპირებული ტერიტორია მოსახლეობის ნახევარმა დატოვა. ასევე ლაგუტას თქმით, უკრაინის შეირაღებული ძალები სამხრეთის მიმართულებით მიიწევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე