თვითმფრინავი, რომელშიც 22 ადამიანი იმყოფებოდა, ნეპალის მთებში გაუჩინარდა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 29.05.2022
ნანახია: 559

თვითმფრინავი, რომელშიც 22 ადამიანი იმყოფებოდა, ნეპალის მთებში გაუჩინარდა, - იტყობინებიან საჰაერო ხომალდის მფლობელი ავიაკომპანია და ნეპალის მთავრობის წარმომადგენლები.

ავიაკომპანია Tara Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი ხანმოკლე რეისს ასრულებდა ტურისტული ქალაქ პოხარადან მთიან ქალაქ ჯომსომამდე და აფრენიდან მალევე დაკარგა კონტაქტი აეროპორტის კოშკთან.

თვითმფრინავში 13 ნეპალელი, ოთხი ინდოელი, ორი გერმანელი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

რაიონში რამდენიმე დღეა წვიმს, თუმცა რეისები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიმდინარეობს თვითმფრინავის საძიებო სამუშაოები, რომელშიც პოლიცია და ავიაციაა ჩართული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე