გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარება მინიმუმადე შეამცირა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 29.05.2022
ნანახია: 503

გერმანიამ ბოლო ორ თვეში უკრაინისთვის მსუბუქი შეიარაღების მიწოდება შეამცირა. იუწყება გამოცემა Welt am Sonntag-ი წყაროზე დაყრდნობით.

30 მარტიდან 26 მაისამდე პერიოდში გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მხოლოდ ორი პარტია მიაწოდა. აპრილში -  ტყვიამფრქვევების სათადარიგო ნაწილები, ნაღმები, ხელყუმბარები, მაისში კი - 4 600 ტანსკაწინააღმდეგო ნაღმი.

უკრაინული გამოცემა  НВ-ის ინფორმაციით,  28 მაისს უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდგუზენმა განაცხადა, რომ უკრაინაში მძიმე შეიარაღება მალე იქნება, მათ შორის საუბარია ჰაუბიცებზე, Gepard-ის ტიპის ტანკებზე და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე. „პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა მან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე