უკრაინის დაზვერვის ცნობით, ორი თვის წინ პუტინის მკველელობა სცადეს

საქართველო, თბილისი - 15:28 | 23.05.2022
ნანახია: 441

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავდასხმა მოხდა.

ამის შესახებ კირილ ბუდანოვმა „ურაინსკა პრავდას“ განუცხადა.

„პუტინზე მოხდა თავდასხმა... არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც ამბობენ, კავკასიის წარმომადგენლების მეშვეობით იყო მასზე მკვლელობის მცდელობაც კი. ეს საჯარო ინფორმაცია არ არის. ეს იყო სრულიად წარუმატებელი თავდასხმა, თუმცა ის რეალურად მოხდა... ეს იყო დახლოებით ორი თვის წინ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის წარუმატებელი იყო. ეს ამბავი არ გახმაურებულა, მაგრამ მას ადგილი ჰქონდა“, - განაცხადა ბუდანოვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე