უკრაინელებმა რუსული მოიერიშე ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 17:46 | 22.05.2022
ნანახია: 421

ლვოველმა მედესანტეებმა რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ჯარების სარდლობის პრეს-ცენტრი ავრცელებს.

თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის მე-80 ცალკეულმა სადესანტო-მოიერიშე ბრიგადამ ჩამოაგდო გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „იგლას“ მეშვეობით.

პრეს-ცენტრმა ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, როგორ იწვის თვითმფრინავი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე