თავისუფალ სამყაროს ახლა უკრაინის სახე აქვს - ანჯეი დუდა
საქართველო, თბილისი - 17:11 | 22.05.2022 ნანახია: 396
                  პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ვიზიტის დროს უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა.
„რუსმა დამპყრობლებმა ვერ შეძლეს თქვენი გატეხვა და მე ღრმად მწამს, რომ ვერასდროს შეძლებს. თავისუფალ სამყაროს ახლა უკრაინის სახე აქვს. ისმის შემაშფოთებელი ხმები, ამბობენ, რომ უკრაინა პუტინის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს... მაგრამ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთისგან უნდა მოითხოვოს შეწყვიტოს აგრესია და დატოვოს უკრინის ტერიტორია, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ხელყოფა. არ იქნება არანაირი მოლაპარაკება და გადაწყვეტილებები უკრაინის ზურგს უკან. არაფერი იქნება თქვენს გარეშე, აბსოლუტურად - ეს რკინის პრინციპია“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდამ განაცხადა, რომ დღეს დასავლეთი გამოცდას აბარებს, თუ რას ნიშნავს მისთვის დეკლარირებული ღირებულებები. „თუ თავისი ეკონომიკური ინტერესებისთვის ან პოლიტიკური ამბიციებისთვის უკრაინა მსხვერპლს შესწირავს, ერთი თავისი ტერიტორიის ერთი სანტიმეტრითაც კი ან სუვერენიტეტის ნატეხით - ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა არამხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი დასავლეთის საზოგადოებისათვის... ბუჩის, ბოროდიანკის, მარიუპოლის შემდეგ შეუძლებელია რუსეთთან ჩვეულებრისამებრ დაბრუნება“, - აღნიშნა დუდამ.
დუდამ ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს და ძალისხევას არ დააკლებს, რათა უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.
ანჯეი დუდა პირველი უცხო ქვეყნის მეთაურია,რომელიც ომის დაწყების შემდეგ რადაში სიტყვთ გამოვიდა,
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
 - საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
 - ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
 - დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
 
მსოფლიო
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
 - უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
 - სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
 - რუსეთი თუ ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს - ბელგიის თავდაცვის მინისტრი
 
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
 - რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
 - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
 - ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
 
ბიზნესი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
 - „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
 - Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
 - MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
 
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
 - საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
 - წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
 - აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
 
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
 - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
 - საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
 - საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
 

















