რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 29 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 14:16 | 22.05.2022
ნანახია: 342

რუსეთმა უკრაინაში წარმოებულ დამპყრობლურ ომში  უკვე 29 050 სამხედრო დაკარგა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. 24 თებერვლიდან 22 მაისის პერიოდში რუსეთმა დაკარგა:

პირადი შემადგენლობა: დაახლოებით 29 050;

ტანკი - 1 285 ;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 3 141;

საარტილერიო სისტემა -  599;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 201;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 93;

თვითმფრინავი - 204;

ვერტმფრენი - 170;

საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი -  2 194 ; 

გემი/კატერი - 13;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 470;

სპეციალური ტექნიკა - 43;

ფრთოსანი რაკეტა - 107;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე