დონბასში ვითარება ძალიან მძიმეა. უკრაინის ძალები აჩერებს რუსეთის არმიის წინსვლას - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 10:50 | 22.05.2022
ნანახია: 555

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში ვითარება ძალიან მძიმეა, რუსეთის არმია ცდილობს სლავიანსკსა და სევეროდონეცკში წინსვლას. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდემიმართვაში ისაუბრა.

„დონბასში ვითარება ძალიან მძიმეა. როგორც გასულ დღეებში, რუსეთის არმია ცდილობს სლავიანსკსა და სევეროდონეცკში წინსვლას. უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ შეტევას აჩერებენ. ყოველი დღე, რომელსაც ჩვენი დამცველები იგერიებენ რუსეთის ამ შეტევით გეგმებს, ანგრევენ მათ, არის კონკრეტული წვლილი მთავარი დღის მოახლოებაში. დღე, რომლეაც ყველა ველოდებით და რომლისთვისაც ვიბრძვით, გამარჯვების დღე,

და არც ერთი რუსული დარტყმა - არც რაკეტებით რივნიში, არც არტილერიით ხარკოვში ან სუმში, არც შესაძლო ყველა იარაღით დონბასში, რუსეთს შედეგს არ მოუტანს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე