ბალტიის ქვეყნები რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტენ

საქართველო, თბილისი - 23:05 | 20.05.2022
ნანახია: 801

ევროპის ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool-ი რუსული ელექტრონერგიის მოხმარებას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 მაისიდან ბალტიის ქვეყნები რუსეთიდან ელოქტროენერგიას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა.

ამრიგად, Nord Pool-მა შეწყვიტა ელექტროენერგიი მოხმარება ბალტიის ქვეყნებში თავისი ერთადერთი იმპორტიორისგან - რუსული „ინტერ რაოსგან“.

„ეს ნიშნავს, რომ კვირას {22 მაისს} ლიეტუვა სრულად წყვეტს რუსული ენერგომატარებლების იმპორტს, ე.ი. ნავთობის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა აღნიშნა, რომ ეს არამხოლოდ საგანგებოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ლიეტუვისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, არამედ

უკრაინის მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებაა.

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსული მანქანის დაფინანსება“, - დასძინა მან.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე