დიქტატორი წააგებს - ზელენსკი კანის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 23:41 | 17.05.2022
ნანახია: 387

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ვიდეოზარის მეშვეობით სიტყვით გამოვიდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებშ ჩანს, რომ დამსწრე საზოგადოება უკრაინის პრეზიდენტს ხანგრძლივი ოვაციებით შეეგება.

თავის გამოსვლაში, Variety-ის ცნობით, ზელენსკიმ ახსენა ჩარლი ჩაპლინის "დიდი დიქტატორი" და ფრენსის ფორდ კოპოლას "აპოკალიფსი დღეს". მან ფილმებში ნაჩვენები ომი და დიქტატორები შეადარა იმას, რასაც ახლა უკრაინა ხდება.

”დარწმუნებული ვარ, დიქტატორი წააგებს”, - თქვა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე საუბრისას. "ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში."


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე