რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ჯანმოს დატოვებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 22:19 | 17.05.2022
ნანახია: 490

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო დუმას გაუგზავნა რუსეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეთანხმებების სია მათი შესაძლო დენონსაციისთვის. ამის შესახებ დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოდან გასვლის შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების დროა. მისი თქმით, ამ ორგანიზაციებმა რუსეთის მიმართ თავიანთი ვალდებულებები უგულებელყვეს.

რუსეთი ევროსაბჭოდან 16 მარტს გარიცხეს. 16 მაისს სახელმწიფო დუმაში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახამდ, 2022 წლის 16 მარტის შემდეგ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილებები რუსეთში აღსრულებას არ დაექვმედებარება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე