რუსეთი, უკრაინაში, უახლოეს კვირებში მასირებულ საარტილერიო დარტყმებს გააძლიერებს - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 17.05.2022
ნანახია: 477

უახლოეს კვირებში რუსეთი, უკრაინაში, სავარაუდოდ, გააგრძლებს მასირებულ საარტილერიო დარტყმებს და დონბასში შეტევაზე გადასვლის მცდელობას.

ამის შესახებ ბრიტანეთის განახლებულ ანგარიშშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, რუსეთმა საარტილერიო ცეცხლის გაძლიერებას ორი მიზეზით მიმართა: სამიზნეების აღმოჩენის შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფრონტის ხაზის ფარგლებს გარეთ რეგულარული საბრძოლო თვითმფრინავების ფრენების რისკის არარასებობის გამო.

უწყებას მაგალითად მოჰყავს ჩერნიჰოვის ოლქი, სადაც რუსეთის ძალების ცეცხლის გამო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის 80% დაზიანდა.

„ამ ზარალის მასშტაბები მოწმობს რუსეთის მზადყოფნას გამოიყენოს არტილერია დასახლებების წინააღმდეგ შერჩევითობის ან პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით“, - აცხადებენ სამხედროები.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე