რუსეთმა ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე იერიში მიიტანა

საქართველო, თბილისი - 09:35 | 17.05.2022
ნანახია: 596

ლვოვის ოლქში, იავორივის რაიონის ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიეტქტზე იერიში მიიტანეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის სამხედრო საოლქო ადმინიტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.  

მისი ინფორმაციით, იმუშავა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ.

„მადლობა საჰაერო თავდაცვის სისტემას! კვლავ დაარტყეს სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს იავორივის რაიონში, თითქმის პოლონეთის საზღვართან“, -  წერს კოზიცკი.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე