ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - პუტინი

საქართველო, თბილისი - 21:28 | 16.05.2022
ნანახია: 598

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება რუსეთის საპასუხო რეაქციას გამოიწვევს

 „თუ როგორი იქნება ის {საპასუხო რეაქცია}, ვნახავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ შეგვიქმნიან“, - გააცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება არის პრობლემა, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, მისი თქმით, ალიანსი სცილდება თავის გეოფრაფიული დანიშნულების ფარგლებს და ცდილობს სხვა რეგიონებზე ზეგავლენას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე