უკრაინის არმიამ რუსეთის ძალებს ხარკოვიდან უკან დაახევინა და სახელმწიფო საზღვართან მივიდა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 16.05.2022
ნანახია: 428

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა ბატალიონმა ხარკოვის ოლქიდან  რუსულ ჯარებს უკან დაახევინა და რუსეთთან სახელმწიფო საზღვრათან მივიდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 22-ე ბატალიონმა რუსები განდევნა და  სახელმწიფო საზღვართან მივიდა“, - ნათქვამია უწყების ინფომაციაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულია პრეზიდენტ ზელენსკისადმი სამხედროების მიმართვა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ 15 მაისს, რუსეთთან საზღვრამდე მივიდნენ და მათთან ერთად იმყოფებიან უკრაინელი მესაზღვრეები. "ჩვენ მოვედით, ბატონო პრეზიდენტო,  ჩვენ აქ ვართ", - მიმართავს უკრაინელი სამხედრო ვოლოდიმირ ზელენსკის. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე