ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 15.05.2022
ნანახია: 387

ფინეთმა დღეს, 15 მაისს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანაზე ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტისა და მთავრობის საგარეო  და უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

აღნიშნულ საკითხს ორშაბათს პარლამენტში განიხილავენ, ხმის მიცემა კი სავარაუდოდ, სამშაბათს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, განაცხადი ნატო-ს ოთხშაბათს, 18 მაისს წარედგინება.

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა. მან ხაზი გაუსვა, რომ ფინეთის განაცხადი წევრობაზე არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანებას ქვეყნის მოსახლეობა მხარს უჭერს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე