დასავლეთისთვის უკრაინის გამარჯვება სტრატეგიული და მორალური იმპერატივია - ლიზ ტრასი
საქართველო, თბილისი - 14:36 | 14.05.2022 ნანახია: 567
ჩვენთვის სტრატეგიული და მორალური იმპერატივი უკრაინის გამარჯვებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. დასავლეთს მოუწოდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მძიმე შეიარაღებით, მათ შორის თვითმფრინავებით, ასევე გაამკაცროს სანქციები.
ამის შესახებ საუბარია Express-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
„მძვინვარებს ბრძოლა დონბასისთვის, რადგან რუსეთის ჯარები წინ მიიწევს აღმოსავლეთით და სამახრეთით. თუ პუტინი გაიმარჯვებს, მიზანში ამოიღებს უკრაინის მეტ ტერიტორიას და არ დათმობს, ვიდრე მთელი ქვეყანა მისი კონტროლის ქვეშ არ მოექცევა“, - განაცხადა ტრასმა.
მისი თქმით, პუტინი თამაშობს იმაზე, რომ თავისუფალი სამყაროს სურვილი, შეაჩეროს იგი, არ ემთხვევა მის გადაწყვეტილებას, დააჩოქოს უკრაინა.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთი ცდებოდა და მომავალშიც ასე მოვიქცევით. ახლა ნათელია, რომ პუტინს არ შეუძლია გატეხოს და ვერ გატეხავს, ვერ დაიმორჩილებს უკრაინას. მაგრამ წინ უნდა წავიდეთ - ჩვენთვის სტრატეგიული და მორალური იმპერატივი უკრაინის გამარჯვებაა“, - აღნიშნა ტრასმა.
„მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს გააკეთონ მეტი, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება. მძიმე შეიარაღებიდან, როგორიცაა ტანკები და თვითმფრინავები, საბრძოლო მასალამდე. უკრაინისთვის საუკეთესო გრძელვადიანი უსაფრთხოებისათვის იქნება ის, რომ მას ნებისმიერი აგრესიისგან თავის დაცვის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამიტომ მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი თანამშრომლობს პოლონეთთან, ერთობლივი კომისიის მეშვეობით უკრაინისთვის ნატო-ს სტანდარტების იარაღის მიწოდების მიზნით.
„პუტინის ომის მანქანის შიმშილით სულის ამოხდომა უნდა გავაგრძელოთ, დავადოთ მეტი სანქციები მისი აგრესიის დაფინანსებას, ოლიგარქებიდან და ბანკებიდან, ენერგეტიკამდე, ოქროსა და მომსახურების სფეროებამდე“, - განაცხადა ტრასმა.
„ჩვენ გამუდმებით უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, ვიდრე პუტინის არმია უკრაინაშია“, - დასძინა მან.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის განზრახვა: „ მაგრამ უდა გავიგოთ: დასუსტებული რუსეთი წარმოადგენს პუტინის გადაწყვეტილების შედეგს არაპროვოცირებულ შეჭრაზე“.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
- რუსეთი თუ ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს - ბელგიის თავდაცვის მინისტრი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















