რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 27 200-მდე სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 13:42 | 14.05.2022
ნანახია: 618

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 27 200  -ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი -   1 218  ;

საბრძოლო ჯავშანმანქანა -  2 934 ;

საარტილერიო სისტემა -  551;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 195;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 88;

თვითმფრინავი - 200;

ვერტმფრენი - 163;

საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი - 2 059 ; 

გემი/კატერი - 13;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 411;

სპეციალური ტექნიკა - 42;

ფრთოსანი რაკეტა - 95;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე