რუსეთი აცხადებს, რომ პოზიცია შეიცვალა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

საქართველო, თბილისი - 22:31 | 12.05.2022
ნანახია: 864

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დმიტრი პოლიანსკი აცხადებს, რომ მოსკოვმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული სააგენტო "რია" ავრცელებს.

პოლიანსკის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

"ახლა ევროკავშირთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია უკრაინის ნატოში გაწევრიანების პოზიციის მსგავსია", - ამბობს პოლიანსკი.

ამავდროულად, პოლიანსკიმ კომენტარი გააკეთა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"როგორც კი ფინეთი და შვედეთი გახდებიან ნატოს წევრები და იქ განთავსდება ალიანსის ქვედანაყოფები, ეს ტერიტორიები გახდება შესაძლო სამიზნე რუსეთის სამხედროებისთვის", - თქვა მან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე