შემთხვევით არაფერი ხდება. არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე - საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და მუდმივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა - გია ცაგარეიშვილი
საქართველო, თბილისი - 19:13 | 10.05.2022 ნანახია: 622
ჩემი ქვეყანა ვერ დაადგება იმ გზას, რომელიც დაახლოებით 30 წლის უკან მოვიტოვეთ, ამან მოგვიტანა დიდი უბედურება, ხოცვა-ჟლეტა, უდიდესი ადამიანური დანაკარგი, ეკონომიკის ჩამოქცევა და ქვეყნის დაშლა. ამას მოჰყვა ჩემი ქვეყნის ძირძველი მიწების ოკუპაცია ცხინვალში და აფხაზეთში. ამიტომ, ვინც არ უნდა გვიკიჟინოს, საიდანაც არ უნდა მოუარონ ამ საქმეს, ჩვენ ამ გზას არ დავადგებით, ეს უნდა გაიგოს ყველამ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილის თქმით, შემთხვევით არაფერი ხდება, სავარაუდოდ, არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე.
„საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და პარალელურად მუდმივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ჩვენ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ჩავრთულიყავით რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ისევ სამოქალაქო დაპირისპირებაში და ძმათამკვლელ ომში“, - თქვა ცაგარეიშვილმა და აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ უახლოესი პარტნიორი - შეერთებული შტატები, რომელთანაც საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს, აქ მეორე ფრონტის გახსნას ფიქრობს.
„არ მჯერა იმის, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორი, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ, აქ ფიქრობს მეორე ფრონტის გახსნას. რაც შეეხება საეჭვო დამთხვევებს, შემთხვევით არაფერი ხდება. სავარაუდოდ, არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე. საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და პარალელურად მუდმივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ჩვენ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ჩავრთულიყავით რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ისევ სამოქალაქო დაპირისპირებაში და ძმათამკვლელ ომში.
მე ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ჩემს დებად და ძმებად განიხილავ, იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ამას ჰქვია საქართველო.
ჩემი ქვეყანა ვერ დაადგება იმ გზას, რომელიც დაახლოებით 30 წლის უკან მოვიტოვეთ, ამან მოგვიტანა დიდი უბედურება, ხოცვა-ჟლეტა, უდიდესი ადამიანური დანაკარგი, ეკონომიკის ჩამოქცევა და ქვეყნის დაშლა. ამას მოჰყვა ჩემი ქვეყნის ძირძველი მიწების ოკუპაცია ცხინვალში და აფხაზეთში. ამიტომ, ვინც არ უნდა გვიკიჟინოს, საიდანაც არ უნდა მოუარონ ამ საქმეს, საქართველოს ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით ამ გზას არ დაადგება. თუ ამას შეიგნებენ, კარგი იქნება.
ეს უნდა აწყობდეს ყველას, ჩვენს უახლოეს პარტნიორებს - შეერთებულ შტატებსაც და ევროკავშირსაც, უნდა აწყობდეს უკრაინასაც, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენ ვართ ამ რეგიონში შეერთებული შტატების და ევროკავშირის სტაბილური პარტნიორები. მეტსაც გეტყვით, საქართველო შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთადერთი სტაბილური პარტნიორი დარჩა არა მხოლოდ კავკასიაში. ამ თვალსაზრისით რომ განვიხილოთ,ფაქტიურად თავისუფლების კუნძული ვართ, ომების, დაპირისპირების, უბედურებების სარტყელში ვართ გახვეული, ვფიქრობ, რომ აქ ხანგრძლივი მშვიდობა პირველ რიგში ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირის და შეერთებული შტატების წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















