უკრაინელმა ჟურნალისტებმა პულიცერის სპეციალური ჯილდო მიიღეს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 10.05.2022
ნანახია: 486

პულიცერის პრემიის ჟიურიმ სპეციალური ჯილდო გადასცა უკრაინელ ჟურნალისტებს, რომლებიც "გამბედაობითა და გამძლეობით" აშუქებენ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს თავიანთ სამშობლოში.

პულიცერის პრესტიჟულის პრემიის ლაურეატების ვინაობა 9 მაისს, ნიუ იორკში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტებს გადაეცათ სიმამაცისთვის, გამძლეობისა და მათ ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის უმოწყალო შეჭრის ობიექტური გაშუქების ერთგულებისთვის.

"მიუხედავად დაბომბვების, გატაცებებისა, ოკუპაციისა და მათი კოლეგების სიკვდილისა, ისინი შეუდგეკელად განაგრძობენ მცდელობებს, ასახონ საშინელი რეალობის ზუსტი სურათი", - ნათქვამია ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე