დაბომბვისას რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა - უკრაინული მედია

საქართველო, თბილისი - 10:36 | 10.05.2022
ნანახია: 613

უკრაინაში, დაბომბვისას უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დავით ჟვანია ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოპოკროვკასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკპოსტთან, საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა. ჭურვი ავტომობილს მოხვდა, რომელშიც ყოფილი დეპუტატი იმყოფებოდა.

„უნიანის“ ცნობით, დავით ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი იყო. დავით ჟვანია იყო უკრაინის უმაღლესი რადას IV-VII მოწვევის დეპუტატი. 2005 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე იულია ტიმოშენკოს მთავრობაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პოსტს იკავებდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე