ზელენსკი ჯო ბაიდენსა და ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის ლენდ-ლიზის აქტისთვის

საქართველო, თბილისი - 00:13 | 10.05.2022
ნანახია: 621

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენსა და ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის ლენდ-ლიზის აქტისთვის. 

"მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ამერიკელს ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში. ლენდ-ლიზის აქტზე ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ", - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე