ბონომ კიევის მეტროში კონცერტი გამართა

საქართველო, თბილისი - 21:05 | 08.05.2022
ნანახია: 568

ლეგენდარული ირლანდიური როკჯგუფის U2-ის სოლისტმა, ბონომ და ირლანდიელმა მუსიკოსმა The Edge-მა, ყველასთვის მოულოდნელად, კიევის მეტროსადგურ "ხრეშჩატიკზე" უკრაინის სოლიდარობის კონცერტი გამართეს.

"ხალხი უკრაინაში არ იბრძვის მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, თქვენ იბრძვით ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს", - თქვა სააგენტო AFP-ის ცნობით, ბონომ სიმღერებს შორის შესვენების დროს.

"ხრეშჩატიკის" მეტროსადგურზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა აუდიტორიამ U2-ის კლასიკად ქცეული ჰიტები - Sunday Bloody Sunday, Desire and With Or Without You - მოისმინა.

ბონოს შეუერთდა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი უკრაინელი მომღერალი, ტარას ტოპოლია ჯგუფ Antytila-დან. მუსიკოსებმა ერთობლივად იმღერეს ცნობილი ჰიტი Stand By Me, შეცვლილი სიტყვებით Stand By Ukraine.

მოგვიანებით ბონომ "ტვიტერში" დაწერა, რომ ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში პირადად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე