უნდა გავაერთიანოთ სულიერი და მატერიალური ძალები, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა - პატრიარქი კირილი

საქართველო, თბილისი - 20:47 | 08.05.2022
ნანახია: 661

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეუთარმა, პატრიარქმა კირილმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ სამხედრო ტაძარში, მაცხოვრის აღდგომის ეკლესიაში მილიტარისტული სულისკვეთებით გაჟღენთილი მორიგი ქადაგება წარმოსთქვა.

პატრიარქი კირილი ძალების გაერთიანების მოწოდებით გამოვიდა, რათა ვერავინ გაბედოს "რუსეთის წმინდა საზღვრების ხელყოფა".

"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი სულიერი და მატერიალური ძალები, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა. და ჩემი სიტყვები არ არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს სურთ დაახასიათონ, როგორც პატრიარქის მორიგი მილიტარისტული გამოსვლა, ეს ყველაფერი სისულელეა“, - თქვა მან ქადაგებისას.

ამავდროულად, პატრიარქმა განაგრძო უსაფუძვლო მტკიცება, რომ "რუსეთს არასდროს უწარმოებია აგრესიული ომები და არასდროს სურდა ვინმეს ოკუპაცია".

"რუსეთი არავის ცუდს არ უსურვებს, არ სურს ვინმეს ხელში ჩაგდება და ოკუპაცია, არ სურს რესურსების მიღება ვინმესგან, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს მდიდარი და ძლიერი ქვეყნების უმეტესობა, ეკონომიკურად იკავებს სუსტ და უმწეო ქვეყნებს. ჩვენ არ გვჭირდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვართ თვითკმარი, მაგრამ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ - ჩვენი ჭეშმარიტი თავისუფლება, დამოუკიდებლობა ძალაუფლების ამ მსოფლიო ცენტრებისგან, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, მტრულად არიან რუსეთის მიმართ განწყობილი", - განაცხადა კირილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე