კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 18:42 | 08.05.2022
ნანახია: 610

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია.

ჯასტინ ტრუდო უკვე ეწვია უკრაინის ქალაქ ირპინს. ვიზიტის ამსახველ ფოტოებს "უნიანი" ავრცელებს.

დღესვე უკრაინას ეწვივნენ ხორვატის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბაერბელ ბასი.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ქალაქ უჟჰოროდს, მოულოდნელი ვიზიტით, აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი ეწვია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე