ფრონტის ხაზზე რუსეთის სარდლობის გაგზავნამ ისინი რისკის ქვეშ დააყენა და რუსი ოფიცრების დიდი მსხვერპლი გამოიწვია - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 08.05.2022
ნანახია: 509

ბრიტანეთის დაზვრევის მონაცემებით, რუსეთის ჯარების უმაღლესი სარდლობის ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნამ, რაც რუსეთის არმიის ქმედებების გამო შექმნილ პრობლემებს უკავშირდება,  ოფიცრებს შორის დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

„სარდლობასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა და რუსეთის გაურკვეველმა ქმედებებმა ფრონტის ხაზზე, სარდლობა აიძულა ბრძოლის ველზე ჩასულიყო და სავარაუდოდ ოპერაციები საკუთარი ხელმძღვანელობის ქვეშ აეღო. რუსი მეთაურები იშვიათად ანდობენ ოპერაციულ უფლებამოსილებას საკუთარ ქვეშევრდომებს, რომლებიც ვერ იღებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამეთაურო გამოცდილებას”, - აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

თუმცა, როგორც უწყება აღნიშნავს, გაურკვეველია, აღნიშნული სარდლების ბრძოლის ველზე ყოფნამ გააუმჯობესა ან შეცვალა თუ არა ოპერაციული კონცეფცია. „რუსების წინსვალს ხელს უშლის დაგეგმვის დროს არასწორი ვარაუდები და შეცდომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ფრონტის ხაზზე სარდლობის გაგზავნამ ისინი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა და ამ კონფლიქტში რუსი ოფიცრების დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ამის გამო ძალები შენელებულად რეაგირებენ წარუმატებლობაზე და არ შეუძლიათ ბრძოლის ველზე თავისი  მიდგომების ცვლილება. ასეთი პრობლემები სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან მოკლულების ნაცვლად დანიშნულ ოფიცრებში ოპერაციული სარდლობის გამოცდილების ნაკლებობაა“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე