ომი უკრაინაში მძიმე ზარალს აყენებს რუსეთის ყველაზე ქმედუნარიან ქვედანაყოფებს და ყველაზე მოწინავე შესაძლებლობებს - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 07.05.2022
ნანახია: 474

ომი უკრაინაში მძიმე ზარალს აყენებს რუსეთის ზოგიერთ ყველაზე ქმედუნარიან ქვედანაყოფს და ყველაზე მოწინავე შესაძლებლობებს. ამ ომის შემდგე რუსეთს დიდი დრო და ხარჯები დასჭირდება შეიარაღებული ძალების აღსადეგნად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთმა ბოლო 24 საათში, შეტაკებების შედეგად ერთ-ერთი საუკეთესო ტანკი - Т-90М დაკარგა.

„რუსეთის ქვედანაყოფების საუკეთესო შეიარაღებაშია Т-90М-ის 100-მდე ტანკი, მათ შორის უკრაინაში მყოფი ქვედანაყოფების {შიარაღებაში}. მოდერნიზებული ჯავშნის სისტემები, რომელიც განკუთვნილია ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების წინააღმდეგობისათვის, დაუცველი რჩება, თუ მას არ ეხმარება სხა ძალოვანი ელემენტები“, - აღიშნულია ბრიტანთის დაზვერვის ანგარიშში.

დაზვერვის მონაცემებით, მოდერნიზებული და გაუმჯობესებული აღჭურვილობის ჩანაცვლება განსაკუთრებით რთული იქნება სანქციების გამო, რომელიც რუსეთს უზღუდავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიკროელექტრონულ კომპონენტებზე წვდომას.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე