რუსებს რომ სცოდნოდათ ვინ თქვა „რუსო ხომალდო, იდი ნა ხ...“ სახლში ვერ დავბრუნდებოდი - უკრაინელი მესაზღვრე ტყვეობის პერიოდს იხსნებს
საქართველო, თბილისი - 16:07 | 03.05.2022 ნანახია: 1150
უკრაინელი მესაზღვრე რომან გრიბოვი, კუნძულ ზმეინიდან, რომელიც ცნობილი ფრაზის „რუსკი კორაბლ იდი ნა ხუის“ ავტორია, მედიასთან რუსების ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსნებს.
როგორც უკრაინის გმირმა „24-ე არხს“ განუცხადა, არ ახსოვს, რომელ მომენტში თქვა ცნობილი ფრაზა. მისი თქმით, იმ დროს დიდი აურზარი იყო, რადგან არავინ ელოდა, რომ ასეთი სისასტიკე მოხდებოდა.
მესაზღვრემ აღნიშნა, რომ მაშინ ოკუპანტებმა არ იცოდნენ, ვინ ყო ამ ფრაზის ავტორი, რამაც მისი აზრით, სიცოცხლე შეუნარჩუნა.
„მათ არ იცოდნენ, ვინ თქვა ეს {ფრაზა}. და ეს კარგია, რადგან ვფიქრობ, ამ შემთხვევაში კარგად არ მომექცეოდნენ და სახლში ვერ დავბრუნდებოდი“, - ამბობს გრიბოვი.
მისი თქმით, რუსებს ისედაც არ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება უკარინელი ტყვეების მიმართ. სამჯერ გადაიყვანეს ერთი ადგილიდან მეორეზე. მისივე თქმით, დამპყრობლები მიმართავდნენ როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ წამებას.
„დაიწყო ყირიმიდან. შემდეგ იყო კარვების ბანაკები, წინასწარი დაკავების იზოლატორები. ჩვენ ძაღლებზე უარესად გვექცეოდნენ. გვაცმევდნენ პატიმრების ფორმებს, გვანადგურებდნენ მორალურად. ყველას ერთნაირად ექცეოდნენ, მათთვის სულერთი იყო ვინ იდგა მათ წინაშე - სამხედრო, ქალი, სასულიერო პირი“, - ამბობს მესაზღვრე.
გარდა ამისა, მათ ეუბნებოდნენ, რომ რუსეთის არმიამ უკვე დაიპყრო კიევი, ამიტომ წასასვლელი არსად ჰქონდათ.
მხოლოდ ერთთვიანი ტყევობის შემდეგ - 24 მარტს რომან გრიბოვი და სხვა მესაზღვრეები გაცვალეს. გაცვლის შესახებ უკარინელმა სამხედროებმა ბოლო მომენტამდე არაფერი იცოდნენ. ფიქრობდნენ, რომ დასახვრეტად მიჰყავდათ: მათ შეუკრეს ხელები, ყელზე ყულფები მოუჭირეს, ავტომობილში დასხეს და ზემოდან ნივთები დააყარეს.
გრიბოვს ტყვეობაში ყოფნის პერიოდში წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა მოჰყვა მის ფრაზას.
„ადამიანისგან, რომელიც გაცვლით იყო დაკავებული, შევიტყვე: „თქვენ იცით, რომ ლეგენდარული ფრაზის ავტორი ხართ?“ თავიდან ვერ მივხვდი, რას მეუბნებიდა. როდესაც სახლს მივუახლოვდი, მივხვდი. სიმართლე გითხრათ, უხერხულად ვიგრძენი თავი. მე უბრალო ადამიანი ვარ. აქ კი ისეთი დიდი ყურადღება მაქვს. ეს ფრაზა ხალხს ამხნევებს, ამიტომ დედაჩემმა გაიგო და მხარი დაუჭირა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი არ არის, ის ხომ უხამს ლექსიკას შეიცავს, მაგრამ მე ზრდასრული ვარ და ამიტომ შემიძლია ასე გამოვხატო საკუთარი თავი“, - თქვა მესაზღვრემ.
24 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქის კუნძული ზმეინი აიღეს.
მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსეთის ხომალდის ეკიპაჟისა და უკრაინელი მესაზღვრის საუბარი ისმის. აუდიოჩანაწერში ოკუპანტი უკრაინელებს დანებებას სთხოვს, რაზედაც უკრაინელი მესაზღვრემ პასუხობს: "რუსულო გემო, იდი ნა ხუი." ოკუპანტებმა კუნძულზე მყოფი სამხედროები ტყვედ აიყვანეს.
რომან გრიბოვს "ჩერკასისადმი გაწეული სამსახურისთვის" ჯილდოც გადაეცა.
პოლიტიკა
- კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა - გიორგი ვაშაძე კალაძეს
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად - "ოპოზიციის ალიანსის" 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე
- პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
სამართალი
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
- ცხედარი თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან გაემგზავრნენ - შსს-მ 2 პირი დააკავა
- მარნეულში მკვლელობა მოხდა
- მალე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენ - ალეკო ელისაშვილი ახალ ბრალდებაზე
მსოფლიო
- „დრუჟბას“ ნავთობსადენი უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რაც ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის განბლოკვის საშუალებას მისცემს - მარტა კოსი
- მოვითხოვთ, ირანული გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება - ირანის საგარეო უწყება
- აშშ-ის დელეგაცია, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩადის - BBC
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















