თუ ვინმე ეცდება, გარედან ჩაერიოს უკრაინაში არსებულ სიტუაციაში, საპასუხო დარტყმა ელვისებური იქნება - პუტინი

საქართველო, თბილისი - 18:43 | 27.04.2022
ნანახია: 579

თუ ვინმე შეეცდება, გარედან ჩაერიოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში და საფრთხე შეუქმნას რუსეთს, ჩვენი საპასუხო დარტყმა იქნება ელვისებური. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკანონმდებლო საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ამისთვის ყველა ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც დღეს ვერავინ დაიტრაბახებს. ჩვენ კი ტრაბახს არ დავიწყებთ - არამედ მათ გამოვიყენებთ, თუ საჭირო იქნება! და ყველამ უნდა იცოდეს ეს. ამ მიმართულებით ყველა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ომში ყველა მიზანი და ამოცანა მიღწეული იქნება და რუსეთი გაუძლებს მის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციებითა და უკრაინაში წარმოებული ომის ხარჯებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზეწოლას.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე