რუსეთმა ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 27.04.2022
ნანახია: 402

პოლონეთის შემდეგ რუსეთმა გაზის მიწოდება ბულგარეთსაც შეუწყვიტა. ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზპრომისგან“ მიიღეს შეტყობინება 27 აპრილიდან გაზის შეწყვეტის თაობაზე. რუსულმა კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბულგარეთმა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვა.

 ბულგარეთის განცხადებით, რუსული მხარის წინადადება არ შეესაბამება წლის ბოლომდე არსებულ შეთანხემბას და შეიცავს მნიშნელოვან რისკებს ბულგარეთის მხარისთვის. ამასთან, უწყება აცხადებს, რომ ბულგარეთმა სრულად შეასრულა გაზის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გაზის საფასური რუბლით გადაეხადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე