დნესტრისპირეთიდან ვრცელდება ინფორმაცია მორიგი აფეთქების შესახებ

საქართველო, თბილისი - 14:00 | 26.04.2022
ნანახია: 550

მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში - დნესტრიპირეთში, თვითგამოცხადებული პტეზიდენტის „პრესსამსახური“ აცხადებს, რომ ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მესამე აფეთქება მოხდა. მისი ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა სოფელ პარკანის მიმდებარედ, სამხედრო ნაწილზე.

მანამდე დნესტრისპირეთიდან გავრცელდა ცნობები რადიოგადამცემ ხაზებსა და სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შესახებ.

სეპარატისტული რეგიონის ე.წ. შსს-ს თანახმად, დღეს, 26 აპრილს, დაუდგენელმა პირებმა დასახლებულ პუნქტ მაიაკში ააფეთქეს ანტენები, რომელთა მეშვეობით რუსული რადიოსადგურების მაუწყებლობა ვრცელდებოდა.

სოციალური ქსელებით ვრცელდება ცნობებიც იმის შესახებ, რომ გვიან ღამით, რამდენმე აფეთქება მოხდა ტირასპოლის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე