ბუჩასა და ირპინში განვითარებულმა მოვლენებმა ჩრდილი მიაყენეს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 11:26 | 19.04.2022
ნანახია: 623

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებმა ანკარის შუამავლობით დაწყებული წარმატებული მოლაპარაკებები  მოსკოვსა და კიევს შორის შეაფერხა.

„მხარეებმა მიაღწიეს საგრძნობ პროგრესს მოლაპარაკებებში, მაგრამ ბუჩისა და ირპინის კადრები, კრამატორსკში მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნედ გამოყენება ჩრდილს აყენებს ჩვენს ძალისხმევას“, - განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, მან  აღნიშნა, რომ თურქეთი გაარგძელებს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მოსკოვსა და კიევს შორის მშვიდობის დამყარების მისაღწევად.

 „ცეცხლის შეწყვეტის, შემდეგ კი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა ჩვენს ორ მეზობელს შორის გახდება საუკეთესო საქმე, რომელსაც კაცობრიობის სახელით გავაკეთებთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე