პუტინმა დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა

საქართველო, თბილისი - 19:25 | 04.04.2022
ნანახია: 438

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქართული წარმოშობის რუს მომღერალს, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრს დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა.

შესაბამისი განკარგულება, რომელიც საკანონმდებლო აქტების პორტალზე გამოქვეყნდა, 1-ელ აპრილს გამოიცა.

"რუსეთის საესდრატო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რუსეთის სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიენიჭოს დიანა ღურწკაიას", - ნათქვამია განკარგულებაში.

ღურწკაიასთან ერთად სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა მომღერალ სტანისლავ მიხაილოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე