რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 153 ბავშვი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 01.04.2022
ნანახია: 586

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 153 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 245 დაშავდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა Telegram-ზე ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 83 სრულად არის დანგრეული. ყველაზე მძიმე სიტუაციაა დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაივის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჟიტომირისა და ჩერნიჰივის ოლქებში, ასევე ქალაქ კიევში.