რუსმა ოკუპანტებმა ირპინში ცხედრები დანაღმეს - ვადიმ დენისენკო

საქართველო, თბილისი - 15:22 | 30.03.2022
ნანახია: 481

გათავისუფლებულ ირპინში ბევრი ნაღმია, დანაღმული ცხედარებიც, რის გამოც ქალაქში დაბრუნება სახიფათოა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„ძალიან ბევრი ნაღმია, ცხედრებიც კი დანაღმულია, ამიტომ მოქალაქეებს მოვუწოდებთ ჯერ არ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, მოგვიანებით გამოცხადდება, როდის იქნება შესაძლებელი ქალაქში დაბრუნება“, - აღნიშნა დენისენკომ.

დენისენკოს თქმით, ირპენში კიდევ ბევრი ადამიანია დარჩენილი, რომლებმაც ქალაქი არ დატოვეს, პოლიცია მთა სარდაფებში ეძებს და ცდილობს უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანოს.

შეგახსნებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ირპინი ოკუპანტებისგან 28 მარტს გაათავისუფლეს.

ქალაქის მერის ალექსანდრ მარკუშინის თქმით, ნახევარი ქალაქი დანგრეულია. რუსი ოკუპანტები ირპინს „გრადის“ ტიპის სისტემებით ჯერ კიდევ ბომბავენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე