რუსეთის არმია დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევას შეეცდება - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 13:17 | 27.03.2022
ნანახია: 561

რუსეთის არმია დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევას შეეცდება. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. წერს უკრაინული მედია.

„ჩანს, რმ რუსეთის არმია ახდენს ძალების მობილიზებას, რათა ალყაში მოაქციოს უკრაინული ძალები, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთით, უშუალოდ სეპარატისული რეგიონების პირისპირ იმყოფება, ჩრდილოეთით ხარკოვისა და სამხრეთით მარიუპოლის მიმართულებებით წინ წასაწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მტრის პოზიციები უკრაინის ჩრდილოეთით ისევ ადგილზე რჩება, უკრაინელების კონტრშეტევები კი ხელს უშლიან რუსეთის ძალების რეორგანიზების მცდელობებს.

მანამდე უკრაინის გენშტაბი აცხადებდა, რომ რუსეთის არმიას გაყავს რამდენიმე შენაერთი ჩერნობილის რაიონში, შემდეგ ბელარუსში, რათა აღიდგინოს საბრძოლო ძალები და გადაკეტოს კიევი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.

დონეცკის მიმართულებით რუსეთის ძალები აგრძელებს გადაჯგუფებას და შემტევი დანაყოფების გაზრდას, რათა განაახლოს იერიში დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასასვლელად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე