რუსეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები მთიან ყარაბაღში „რუსი მშვიდობისმყოფელების“ ზონაში შევიდნენ

საქართველო, თბილისი - 11:20 | 27.03.2022
ნანახია: 528

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროები მთიან ყარაბაღში „რუსი მშვიდობისმყოფელების“ ზონაში შევიდნენ, რაც უწყების თქმით, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი განცხადების დარღვევაა.

უწყება იტყობინება, რომ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატი „ბარიაქტარით“ ოთხი დარტყმა განახორციელა დასახლებულ პუნქტ ფურუხის მახლობლად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი "მშვიდობისმყოფელები" სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამის ზომებს იღებენ და აზერბაიჯანს სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში რუსეთის ინფორმაციას უარყოფენ და მოსკოვში გაკეთებულ განცხადებას „ცალმხრივს“ უწოდებენ. ბაქო იტყობინება, რომ 26 მარტს, დილით სომხეთის სამხედროები შეეცადნენ დივერსია განეხორციელებინათ აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ.

მთიან ყარაბაღში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე